ამის შესახებ ძალიან დიდი ხანი საუბრობდა ტრამპი და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, არის „გლობალური ომის პარტია“ და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი. ეს „ქართულ ოცნებას“ არ გამოუგონებია იმისთვის, რომ პროპაგანდა გამოეყენებინა და ა.შ.,- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ნიკა გაბელიამ.
მისი თქმით, ის რომ არსეობს გარკვეული ძალა, რომელიც მსოფლიშო ქაოსს ქმნის, დაადასტურა ვოლოდიმერ ზელენსკის ინტერვიუმ, რომელმაც ლობიზმსა და კორუფციაზე ისაუბრა.
„არსებობს რაღაც გაურკვეველი ძალა, რომელი ძალაც ქმნის აჟიოტაჟს მსოფლიოში იმისთვის, რომ მეტი სარგებელი მიიღოს ისევ მან. ზელენსკის ის ინტერვიუ იყო ამის ცოცხალი მაგალითი, სადაც პირდაპირ აღიარა ამ კაცმა, პირდაპირ თქვა, რომ ის თანხა რა თანხაც ჩვენ მივიღეთ ნახევარი უკან გავუშვით. რას ნიშნავს? ახლა ეს თქვენ განსაზღვრეთ რა არისო - კორუფცია თუ ლობიზმიო. თქვენ თვითონ განსაზღვრეთო. კაცი, რომ ამას იძახის, რომელიც ომშია ე.ი. ორივეს ფიქრობს. დარწმუნებულიც არის, რომ ეგრე არის და ეგრე იყო.
უბედურება რა არის, ეს ხალხი ოპოზიცია ხომ იძახდა, რომ ჩავერთოთო. გავანებოთ ორი წამი ყველაფერს თავი და წარმოვიდგინოთ, რომ გავუშვით ეს ხალხი საომრად, სახელმწიფომ დააფინანსა და წავიდა. რა მოხდებოდა? შედეგები რა იქნებოდა? ის შედეგები ხომ არ დადგებოდა, რომელიც დგას უკვე უკრაინაში“, - განაცხადა ნიკა გაბელიამ.
მისი თქმით, უკრაინელები მოატყუეს ისე, როგორც საქართველო 2008 წელს.