თვითონ აირჩიეს ასეთი პოზიცია და ასეთი მიმართულება და ახლა აღმოჩნდნენ გაურკვევლობაში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა სქესთან დაკავშირებით ზოგიერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
„პასუხები არ აქვთ. ჩვენ ვნახეთ გასაცოდავებული პასუხი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, რომელმაც ვერ უპასუხა მარტივ კითხვას - რამდენი სქესი არსებობს. ადრე პასუხობდნენ ბევრი სქესი. ახლა უპასუხა, არ ვიციო. რამდენი არსებობს, ვერ გეტყვით, ამაზე ჯერ პასუხი არ მაქვსო. ამაზე მეტი გასაცოდავება რა უნდა იმ არასამთავრობო სექტორს?! ისიც ვეღარ გაურკვევიათ, სავარაუდოდ, ალბათ, რომელ სქესში იქნებიან და რომელს აირჩევენ. ეს მათი პრობლემაა, ეს მათი ბუნებრივი მოცემულობაა. ამიტომ, თვითონ აირჩიეს ასეთი პოზიცია და ასეთი მიმართულება და ახლა აღმოჩნდნენ ამ გაურკვევლობაში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციისას განაცხადა, რომ დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.