ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე თავის იუმორისტულ გადაცემაში შეურაცხყოფას აყენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
„დაკავებულია ფოლკლორული ანსამბლის წევრი, რომელიც უხელფეხო მეზობელს გუდასტვირად იყენებდა“, - აცხადებს მიშა მშვილდაძე.
სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, შინაგანი მორალი არ გააჩნიათ, მორიგი უხეში შეურაცხყოფა კი ოპოზიციის რეალური სახის გამოაშკარავებაა.
„აქ მთლიანად კოლექტიური მშვილდაძეების დამოკიდებულება ჩანს შშმ ადამიანების მიმართ. ჩვენ გვახსოვს დამამცირებელი რიტორიკა მათი მხრიდან პარალიმპელელების მიმართ, ასევე გვახსოვს სააკაშვილის კამპანიის დროს როგორ მიმდინარეობდა შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოხსენიება მათი მხრიდან, დღესაც რასაც ვხედავთ, საბოლოო ჯამში ეს არის მათი დამოკიდებულების სახე, როგორც შშმ პირებისა და ასევე ზოგადად, ადამიანის უფლებების მიმართ“, - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.