ზაზა შათირიშვილი: მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ ვებრძვით ამხელა ძალას, მარტივია: ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, არჩევანი არის სუვერენიტეტის დაცვას, ბრძოლასა და განადგურებას შორის

ზაზა შათირიშვილი: მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ ვებრძვით ამხელა ძალას, მარტივია: ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, არჩევანი არის სუვერენიტეტის დაცვას, ბრძოლასა და განადგურებას შორის

გლობალური ომის პარტია აკონტროლებს დღეს თითქმის მთელს ევროპას, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით. აკონტროლებს ყველა სფეროს, მაგრამ მთავარი აქ კონტროლი არ არის. აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა,  -  ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

როგორც შათირიშვილი წერს, საერთაშორისო მედიის სრული კონტროლის მიუხედავად, საზოგადოების პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა მაინც ხერხდება და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები ახერხებენ სრული სურათის წარმოჩენას,
მისივე განცხადებით, მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ ვებრძვით ამხელა ძალას - მარტივია: საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, ვინაიდან, ჩვენს წინაშე დგას არჩევანი სუვერენიტეტის დაცვას, ბრძოლასა და განადგურებას შორის.
 
„შევხედოთ რა უქნეს გერმანიას - ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ავტოწარმოების გიგანტი იყო და მისი ეკონომიკა მეტწილად სწორედ ამ სფეროზე იყო დამოკიდებული, დღეს ეკონომიკურ რეცესიაშია, ხოლო გიგანტური ავტომწარმოებლების უმეტესობა ან გაკოტრდა, ან ამერიკაში გადავიდა. უმძიმეს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობაშია საფრანგეთი, სადაც მიგრანტების ხელოვნურად მოწყობილმა უკონტროლო შედინებამ ქვეყანა სრულ ქაოსში გახვია. ადგილობრივი მცხოვრებლები ქვეყნიდან გარბიან, ხოლო ქალაქებს მიგრანტები იკავებენ, ბიზნესებს აკონტროლებენ და უახლოეს რამდენიმე წელიწადში, პროპორციულად ეთნიკურ ფრანგებზე უფრო მეტნი იქნებიან. აღარ გავაგრძელებ სხვა ქვეყნების მდგომარეობის განხილვას, რადგან საერთაშორისო მედიის სრული კონტროლის მიუხედავად, საზოგადოების პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა მაინც ხერხდება და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები ახერხებენ სრული სურათის წარმოჩინებას
სწორედ ამიტომ, მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ ვებრძვით ამხელა ძალას - მარტივია: ჩვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ წინაშე არ არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. არჩევანი არის სუვერენიტეტის დაცვას, ბრძოლასა და განადგურებას შორის. დღეს რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ მართავდეს, დღეს რომ აქ სააკაშვილ/ბოკერიების კოჰორტა იყოს სათავეში, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ჩვენი სახლების ადგილებზე კი ნანგრევები იქნებოდა, ზუსტად ისეთი, როგორიც არის ბუჩაში, ირპენში, ბახმუტსა და უკრაინის სხვა ქალაქებში...“ - წერს  ზაზა შათირიშვილი.