აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელები მიხვდნენ, რომ მის ოპონენტებს ქვეყნის მართვა არ შეეძლოთ და მათი პოლიტიკა საშინელებაა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
„მაგალითად, ამერიკელებს არ სურთ, ნახონ ქალი, რომელსაც რინგზე კაცი სცემს, სწორია?! არ სურთ, იხილონ კაცების და ქალების სპორტი, არ სურთ ყველასთვის სქესის შეცვლა. არ სურთ, ბავშვმა სახლი, როგორც ბიჭმა დატოვოს და ორ დღეში როგორც გოგო დაბრუნდეს. მშობელს არ სურს ამის დანახვა. არსებობს შტატები, სადაც ეს შეიძლება, მოხდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატებს ჯანსაღი აზროვნება არ აქვთ.