ტენესის შტატის ერთ-ერთ სკოლაში 17 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი მოსწავლე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა, - იუწყება CBS-ი.
გარდაცვლილიც და დაჭრილიც გოგონები არიან. თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. შემთხვევა ნეშვილის Antioch High School-ის სასადილოში მოხდა.
17 წლის სოლომონ ჰენდერსონი ამავე სკოლის მოსწავლე იყო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო თავდასხმის მოტივი, ვინაიდან თავდამსხმელსა და იმ მოსწავლეებს შორის, რომელთა მიმართულებითაც სროლა განხორციელდება, პოლიციამ ვერანაირი კავშირი ვერ დაადგინა.