მიხეილ სადრაძე: ყველა მტკიცებულება ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავეობას ცალსახად ადასტურებს. ეს მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მათგანი არის დოკუმენტური ხასიათის

მიხეილ სადრაძე: ყველა მტკიცებულება ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავეობას ცალსახად ადასტურებს. ეს მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მათგანი არის დოკუმენტური ხასიათის

ყველა მტკიცებულება ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავეობას ცალსახად ადასტურებს, - განუცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

მიხელ სადრაძის თქმით, ეს მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მათგანი არის დოკუმენტური ხასიათის.

„ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ქმედება ასახული და გადატანილია დოკუმენტებზე. ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხასიათის მტკიცებულება, რაზეც ხაზგასმა გავაკეთე, ეს არის თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ განხორციელებული მიმოწერები, სადაც პრაქტიკულად, ის აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას იმიტომ, რომ ყველა არსებით გარემოებასთან დაკავშირებით ის სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებს. ამას ჩვენ გამოვიკვლევთ და ბუნებრივია თქვენც, საზოგადოებასაც და სასამართლოსაც ექნება შესაძლებლობა შეაფასოს.

რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სხვა კითხვებს, ბუნებრივია, აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, ვისაც აქვს ინფორმაცია და არსებითი ხასიათის ინფორმაციას და განმარტებებს მისცემს სასამართლოს“, - აღნიშნა მან.

მარბიელი ეს კუტუ რომ ამბობს, ივანიშვილმა ორჯერ გამომიგზავნა წერილი პირის მეშვეობით და მორიგება შემომთავაზაო, არ უნდა თქვას, ვინ გამოუგზავნეს, წერილი სადაა? თუ მასაც ცარიელი ქაღალდი გამოუგზავნეს, როგორც გახარიამ ხაზარაძეს? :)) იქნებ ქაღალდი დახვეულ;ი იყო?
ამას რომ ვუყურებ, მხოლოდ სიფათის გულისთვისაა დასაჭერი
5 საათის უკან