გურამ მაჭარაშვილი: ბაჩიაშვილი არა თუ არ გამორიცხავს „ნაცმოძრაობასთან“ კავშირს, არამედ თავიდან ბოლომდე აღიარებს იმას, რომ მატერიალურად აფინანსებს ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”

გურამ მაჭარაშვილი: ბაჩიაშვილი არა თუ არ გამორიცხავს „ნაცმოძრაობასთან“ კავშირს, არამედ თავიდან ბოლომდე აღიარებს იმას, რომ მატერიალურად აფინანსებს ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის აღიარებას გამოეხმაურა, რომელმაც „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციებს აფინანსებს.

„ვინც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა, ყველამ მეტ-ნაკლებად აღიარა, რომ ისინი ან ფულით ეხმარებოდნენ რადიკალურ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ან სხვა მხარდაჭერას უწევდნენ. ამ შემთხვევაში ბაჩიაშვილი არა თუ არ გამორიცხავს „ნაცმოძრაობასთან“ მის კავშირს, არამედ თავიდან ბოლომდე აღიარებს იმას, რომ მატერიალურად აფინანსებს ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბანკი Julius Baer, რომელიც უსაფუძვლოდ უზღუდავდა ბიძინა ივანიშვილს ინფორმაციას ანგარიშების შესახებ და თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას უჭიანურებდა, ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულია.