უბრალოდ ტყუილი იყო, რომ უკრაინა ნატოში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა, ხოლო უკრაინა არ გამხდარა ნატოს წევრი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თავდაპირველად ზოგიერთი სახელმწიფო ატარებდა არაგამჭვირვალე პოლიტიკას უკრაინის მიმართ და არ უჭერდა მხარს ნატოში მის გაწევრიანებას.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ.
თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს, რადგან ყოველთვის აპელირებენ იმაზე, რომ ოდესღაც იყო შეთანხმებები რუსეთთან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანებას არ უჭერს მხარს ოთხი ქვეყანა - აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი.
„თუმცა, ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად არის ნატოში იხილოს უკრაინა, ჩვენ ვიქნებით ნატოში. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ არის, ჩვენ არ ვიქნებით ნატოში“, - დასძინა მან.
ისე. შეიძლება დიდი ხნის წინათაც კი მიხვდნენ, მაგრამ ასე აწყობთ და თავს იტყუებენ, რასაც საკმაოდ სარფიანად ყიდიან კიდეც.