ვიქტორ ორბანი: დროა, ვისაუბროთ სანქციებზე! დაასრულეს მათ ომი? არა, დაანგრიეს მათ რუსეთის ეკონომიკა? არა, ცვლილების დრო დადგა

ვიქტორ ორბანი: დროა, ვისაუბროთ სანქციებზე! დაასრულეს მათ ომი? არა, დაანგრიეს მათ რუსეთის ეკონომიკა? არა, ცვლილების დრო დადგა

ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა ერთ რამეს მიაღწია, მათ ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გაანადგურეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

ორბანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ვერ დაასრულეს ომი უკრაინაში და ვერ დაანგრიეს რუსეთის ეკონომიკა. მისი თქმით, ევროპამ ვერ შეძლო რუსეთის ენერგორესურსების სხვა ხელმისაწვდომი წყაროებით ჩანაცვლება.

„დროა, ვისაუბროთ სანქციებზე! დაასრულეს მათ ომი? არა. დაანგრიეს მათ რუსეთის ეკონომიკა? არა. შეძლო ევროპამ რუსული ენერგორესურსების სხვა ხელმისაწვდომი წყაროებით ჩანაცვლება? არა. ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა ერთ რამეს მიაღწია, მათ ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გაანადგურეს. ცვლილების დრო დადგა“, – წერს ვიქტრ ორბანი.