მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“.
ეს განცხადება თორნტონმა პარტია „დროა“-ს წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის პოსტის კომენტირებისას გააკეთა. მიქიაშვილის პოსტი ქართველების მიერ ტრამპის მხარდაჭერას ეხებოდა.
„მესმის, რომ საქართველოს ინტერესშია ქართული დემოკრატიის დაცვა. მაგრამ გაიგეთ, ის [ტრამპი] გამაუპატიურებელი და კრიმინალია, ამიტომაც, როგორც ქართველები იტყოდნენ, ბევრს ჩვენგანს ეს ყურს ჭრის, როცა ისმენენ მისი მისამართით ქებასა და დიდებას“, - წერს თორნტონი.