გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ჩავიდნენ ამერიკაში, ზოგმა ტელევიზორამდე მიაღწია ზურაბიშვილის სახით, ზოგმა შენობამდე და ზოგი ბუჩქებთან დარჩა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ჩავიდნენ ამერიკაში, ზოგმა ტელევიზორამდე მიაღწია ზურაბიშვილის სახით, ზოგმა შენობამდე და ზოგი ბუჩქებთან დარჩა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ტრამპის ინაუგურაციაზე გამგზავრებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ სპექტაკლის დადგმა არ გამოუვიდათ.

„აღარ გამოუვიდათ მათ შორის სპექტაკლის დადგმაც კი იმიტომ, რომ ჩავიდნენ ამერიკაში, ზოგმა ტელევიზორამდე მიაღწია ზურაბიშვილის სახით, ზოგმა შენობამდე მიაღწია და ზოგი ბუჩქებთან დარჩა. ისიც იმ ფონზე, როდესაც შესყიდული აქვთ ეს ბილეთები. გამობუნძულდებიან ახლა, ჩამოვლენ აქ და, რა თქმა უნდა, ისტორიულ სანაგვეზე წავლენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ში საგანგებოდ გამგზავრებული ზურაბიშვილი და ოპოზიციონერები საინაუგურაციო დარბაზს მიღმა აღმოჩნდნენ. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესს სალომე ზურაბიშვილი თვალს კაპიტოლიუმის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კი ინაუგურაციის მიმდინარეობისას, ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ.