ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის ვადაში გაირკვევა, თუ რისი გაკეთება მოხერხდა უკრაინაში ომის დამთავრების თვალსაზრისით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ ვადაში გაირკვევა, თუ რას მოითხოვს უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად.
„პირველ რიგში უნდა დაველოდოთ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეს. ეს აპრობირებული მოლოდინია, არა მხოლოდ ტრამპის, არამედ ყველა პრეზიდენტის საქმიანობის დასაწყისი ფასდება ხოლმე პირველი 100 დღით. პრაქტიკულად რა დაპირებები იყო საარჩევნო კამპანიის დროს და რისი გაკეთება მოხერხდა იმ დაპირებებიდან პირველი 100 დღის განმავლობაში. ამ თვალსაზრისით უნდა ვნახოთ, რისი გაკეთდება მოხერხდება ამ ვადაში უკრაინაში ომის დამთავრების თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური საკითხია. იქ რუსეთთან ურთიერთობის, პუტინსა და ტრამპს შორის ურთიერთობის საკითხი. ასევე გვახსოვს ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებებიც, რომელიც საკმაოდ განსხვავდება წინა განცხადებებისგან და ამას უკვე მიაქციეს ყურადღება ყველგან. თვითონ უკრაინაში, ევროპაშიც და აშშ-შიც. ზოგიერთი განცხადება საერთოდ წინააღმდეგობაშიც კი მოდის თავის ძველ განცხადებებთანაც. ამიტომ ეს საკითხები ადვილი გადასაჭრელი ნამდვილად არ არის. რას მოითხოვს რუსეთი, რას უკრაინა იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწეროს ხელი, პირველი 100 დღის განმავლობაში გამოჩნდება, მე ასე მგონია“, - აღნიშნა ჟღენტმა.