თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად თანამედროვე მსოფლიო დგას ამ გამოწვევების წინაშე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ოჯახური ღირებულებების დაცვის აქტუალიზაციას

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად თანამედროვე მსოფლიო დგას ამ გამოწვევების წინაშე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ოჯახური ღირებულებების დაცვის აქტუალიზაციას

ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად თანამედროვე მსოფლიო დგას ამ გამოწვევების წინაშე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ოჯახური ღირებულებების დაცვის აქტუალიზაციას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

„სასიამოვნოა ის, რომ ესოდენ ძლიერი სახელმწიფოს აშშ-ს პრეზიდენტი ღიად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც საქართველოში ასევე არის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი - ქალი და კაცი. დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე ინაუგურაციის დღეს არაერთხელ ისაუბრა.