ლევან მახაშვილი: საღი აზრი და ხელისუფლებებში ეროვნული მთავრობები - ეს არის მარტივი ახსნა იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის და „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი გზავნილი ემთხვევა

ლევან მახაშვილი: საღი აზრი და ხელისუფლებებში ეროვნული მთავრობები - ეს არის მარტივი ახსნა იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის და „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი გზავნილი ემთხვევა

როგორც ტრამპი, ასევე ჩვენც პატივს ვცემთ ოჯახურ ღირებულებებს და ამ ღირებულებების საფუძველზე საზოგადოების განვითარებას, პატივს ვცემთ ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედებას და არა არაფორმალური გავლენებით მოქმედებას, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია საკუთარი ხალხი და ქვეყანა.

„ის რომ პრეზიდენტ ტრამპის და „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი გზავნილი ემთხვევა, ამას აქვს მარტივი ახსნა - ეს არის საღი აზრი და ხელისუფლებებში ეროვნული მთავრობები. ყველა მთავრობისთვის, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობდეს. როგორც ტრამპი, ასევე ჩვენც პატივს ვცემთ ოჯახურ ღირებულებებს და ამ ღირებულებების საფუძველზე საზოგადოების განვითარებას, პატივს ვცემთ ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედებას და არა არაფორმალური გავლენებით მოქმედებას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ორივე ხელისუფლებისთვის მთავარია საკუთარი ხალხი და ქვეყანა“, - მახაშვილი.