ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან გაკეთებული მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ კოორდინირებულ პროცესთან, რომლის მიღმაც იკითხება „გლობალური ომის პარტიის“ ხელწერა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
„თუკი ჩვენ წინა დღეებში მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი თავს არიდებდა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც უკავშირდება მისი კლიენტის შესაბამის ნებას შესაბამისი აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით, დღეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ის, რომ აღნიშნული ბანკი თავს არიდებს გამოძიებასთან თანამშრომლობას“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.