გია აბაშიძე: Deep state-ის გავლენები არ დასრულებულა, Julius Baer-ი ვითომ ჩქმალავს ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილზე-ვინაა ბაჩიაშვილი და რატომ ასეთი თავგანწირული დაცვა? იმიტომ, რომ ივანიშვილის ოჯახს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან

გია აბაშიძე: Deep state-ის გავლენები არ დასრულებულა, Julius Baer-ი ვითომ ჩქმალავს ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილზე-ვინაა ბაჩიაშვილი და რატომ ასეთი თავგანწირული დაცვა? იმიტომ, რომ ივანიშვილის ოჯახს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან

„Deep state-ის გავლენები ჯერ არ დასრულებულა, მისი ფინანსური ფინიებიც უკანონობის დროებით რეჟიმში არიან ბიძინა ივანიშვილის როგორმე დასასჯელად, მათ შორისაა Julius Baer. ეს კანტორა ვითომ ჩქმალავს ინფორმაციას დიდ აფერაში ფიგურანტ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილზე“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმიანება, რომ „Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად. ეს ვლინდება როგორც უშუალოდ ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში“.

აბაშიძის თქმით, ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპელთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ პაიკი ბაჩიაშვილი იმ გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს და ინსტრუქციებით მოქმედებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდით იბრძვიან.

„Deep state-ის გავლენები ჯერ არ დასრულებულა, მისი ფინანსური ფინიებიც უკანონობის დროებით რეჟიმში არიან ბიძინა ივანიშვილის როგორმე დასასჯელად, მათ შორისაა Julius Baer. ეს კანტორა ვითომ ჩქმალავს ინფორმაციას დიდ აფერაში ფიგურანტ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილზე.
მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი კუთვნილი დასანქცირებული თანხების დაბრუნების მიზნით, ამ შვეიცარიულ ე.წ. ბანკსაც ედავება. ირკვევა, რომ დროებითად გავლენიანი კლასტერის ეს დაწესებულება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, კრიმინალ გიორგი ბაჩიაშვილს ხელს აფარებს. შეკითხვა - ვინაა ბაჩიაშვილი და რატომ მისი ასეთი თავგანწირული დაცვა? იმიტომ, რომ "ურჩი" ივანიშვილის ოჯახს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან, უსაქციელო მარიონეტის ვინაობას არ აქვს მნიშვნელობა.
Julius Baer-ის მხრიდან სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დაბლოკვა ერთ-ერთ ავაზაკ ფიგურანტზე, გ.ბაჩიაშვილზე ამის მკაფიო ნიმუშია. ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპელთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია. აშკარაა, რომ პაიკი ბაჩიაშვილი იმ გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს და ინსტრუქციებით მოქმედებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდით იბრძვიან.
თუმცა, ეს ყველაფერი დროებითია. საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფალი განვითარების მთავარი გარანტორის, ბიძინა ივანიშვილის ამისთვის ვითომ დასჯა ამაოა და ტრაგიკომიკურია გარეწრებისთვის. სამართალი და სიმართლე არასდროს მიიჩქმალება“, - წერს გია აბაშიძე.