დონალდ ტრამპმა აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა

დონალდ ტრამპმა აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შემოწმებამდე მათი 90 დღით შეჩერების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. პროგრამების დროებით შეჩერების მიზანია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ბევრ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებს“.

ასევე აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებისთვის დახმარება „ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას, უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წინ წაწევით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს, როგორც ამ ქვეყნებში, ისე ამ ქვეყნების სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას“.

ამიტომ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების არცერთი შემდგომი საგარეო დახმარება არ იქნება გაწეული ისეთი გზით, რომელიც სრულად არ იქნება შეთანხმებული ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან“.

როგორც სააგენტო იტყობინება, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს მისი მოსმენისას დროს განუცხადა, რომ „თითოეული დოლარი, რომელსაც ვხარჯავთ, ყველა პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ, უნდა პასუხობდეს სამ კითხვას: „ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო ძლიერს? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო აყვავებულს?“.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მთავარი უწყებებია, რომლებიც საგარეო დახმარებას ზედამხედველობენ.

Gami ვავა კაპიტანი გაგაური
2 საათის უკან
მარბიელი მათ შორის იუსაიდიც!
2 საათის უკან
კანუდოსელი ლომჯარია და მისი რაზმი რჩებიან ულუკმაპუროდ?
1 საათის უკან