ვოლოდიმირ ზელენსკი: გისურვებთ წარმატებებს პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურ და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას

ვოლოდიმირ ზელენსკი: გისურვებთ წარმატებებს პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურ და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა მიულოცა.

„ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურ და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველყოფილიყო უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.