ვლადიმერ ბოჟაძე: იცით, რომ ტრამპის ყველა განცხადება და პოლიტიკა იქნება იმის საწინააღმდეგო, რა პოლიტიკასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ატარებდა, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას

ვლადიმერ ბოჟაძე: იცით, რომ ტრამპის ყველა განცხადება და პოლიტიკა იქნება იმის საწინააღმდეგო, რა პოლიტიკასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ატარებდა, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას

იცით, რომ ტრამპის ყველა განცხადება და პოლიტიკა იქნება იმის საწინააღმდეგო, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ატარებდა, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათ შორის ურთიერთობების გადატვირთვას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, ტრამპის უმთავრესი გზავნილები მშვიდობას უკავშირდება, საქართველო კი აქამდე ყოფილი ადმინისტრაციისგან სწორედ მშვიდობის პოლიტიკის გამო „ისჯებოდა“.

„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები და პირველ რიგში ეს არის მშვიდობის დამყარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის. იცით, რომ ტრამპის ყველა განცხადება და პოლიტიკა იქნება იმის საწინააღმდეგო, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ატარებდა, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათ შორის ურთიერთობების გადატვირთვას, რადგან ყველაზე დიდი წნეხი, რისთვის ვისჯებოდით, აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციისგან სწორედ ომის და მშვიდობის საკითხებს უკავშირდებოდა“, - აღნიშნავს ბოჟაძე.

გუშინ, 20 იანვარს, დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.