ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე

ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე

მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და ჩვენ დავიწყებთ მილიონობით და მილიონობით კრიმინალი უცხოელების დაბრუნების პროცესს იმ ადგილებში, საიდანაც ისინი მოვიდნენ. ჩვენ აღვადგენთ „მექსიკაში დარჩი“ პოლიტიკას“, - აღნიშნა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა.

„დავასრულებ დაკავებისა და გათავისუფლების პრაქტიკას და გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე ჩვენს ქვეყანაში დამღუპველი შემოჭრის მოსაგერიებლად. ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ კარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად“, - დასძინა მან.