ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო

ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აღადგენს.

„ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება. მართლმსაჯულების სასწორი დაბალანსდება. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი მთავრობის იარაღად გამოყენება და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა. ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და ბევრად უფრო განსაკუთრებული, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა.

„დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. გაბედულად დავდგებით, ამაყად ვიცხოვრებთ. ჩვენ თამამად ვიოცნებებთ და არაფერი დაგვიდგება წინ, რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა ახლახან დაიწყო“, - დასძინა მან.