ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ ამ სულელური საჩუქრის გამო [პანამის არხის გადაცემა], რომელიც არასდროს უნდა გაგვეკეთებინა და პანამის მიერ ჩვენთვის მიცემული პირობა დარღვეულია. ჩვენი გარიგების მიზანი და ჩვენი ხელშეკრულების სულისკვეთება მთლიანად დაირღვა. ამერიკულ გემებს სასტიკ ტარიფებს უწესებენ და არ ექცევიან სამართლიანად და ეს მოიცავს შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს. უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.