აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, აშშ გახდება ქვეყანა, რომელსაც კვლავ პატივს სცემენ.

„ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ ჩვენით ისარგებლონ. ძალიან მარტივად, პირველ ადგილზე ამერიკას დავაყენებ“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენება დასრულდება.