სულ რამდენიმე საათი და მზეც კი სხვაგვარად გაანათებს ბრიუსელში, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.
„ახალი პრეზიდენტი აშშ-ში, პატრიოტთა დიდი ფრაქცია ბრიუსელში, დიდი ენთუზიაზმი“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
„ ასე რომ, შეიძლება დაიწყოს დიდი თავდასხმა. ამით მე ვიწყებ შეტევის მეორე ფაზას, რომლის მიზანია ბრიუსელის ოკუპირება“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლურმა მსოფლიომ მიიღო პატრიოტი, მშვიდობის მხარდამჭერი, ანტიმიგრაციული, ოჯახის მხარდამჭერი პრეზიდენტი ვაშინგტონში.