საკმაოდ ირონიულია ის განცხადებები, რაც სულ რამდენიმე თვის წინ, მათ შორის, საქართველოს წინა პრეზიდენტის მხრიდან ისმოდა ტრამპთან დაკავშირებით, რომ ის არის თურმე პუტინის და რუსეთის მიერ ხელდასმული პრეზიდენტი

საკმაოდ ირონიულია ის განცხადებები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ, მათ შორის, საქართველოს წინა პრეზიდენტის მხრიდან ისმოდა ტრამპთან დაკავშირებით, რომ ის არის თურმე პუტინის და რუსეთის მიერ ხელდასმული პრეზიდენტი, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში და მხოლოდ ასე შეძლო ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, მათ ახლა რიტორიკა შეცვალეს, თუმცა, თუ დასჭირდებათ ტრამპს „რუსეთუმეობას“ ისევ დააბრალებენ.

„ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ ჰქონდა რაიმე ტიპის გადაკვეთა ამ ადამიანებთან, სალომე ზურაბიშვილი რას ეტყოდა მათ, ან ვის ხვდებოდა და ვის ართმევდა ხელს. რასაც ვხედავთ ხოლმე, ეს არის ხმაურის შექმნა ძალიან მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - განაცხადა მახაშვილმა.