ლევან მახაშვილი: არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აიძულებს, რომ მშვიდობის პოლიტიკა შეცვალოს

ლევან მახაშვილი: არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აიძულებს, რომ მშვიდობის პოლიტიკა შეცვალოს

ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი ბატონი ბიძინას, ასევე ჩვენ მიერაც, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აიძულებს, რომ მშვიდობის პოლიტიკა შეცვალოს, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ადვოკატ ლაშა კალანდაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი აპირებს უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ.

„ვიღაცას შეიძლება ეს მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, სჯეროდეს, ან - არა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში არიან ძალები, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი ე.წ. დიფ სთეითს უწოდებს და რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, რომ საქართველოს თავისი პოლიტიკა მოახვიონ და მათ შორის ეს ყველაზე მკაფიოდ ეს არის გამოხატული იმაში, რომ ისინი ცდილობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლას სხვადასხვა მეთოდით, იქნება ეს ფინანსური რესურსებით შანტაჟი თუ სხვა ტიპის მექანიზმი. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ეს კიდევ ერთი შვეიცარული ბანკი, რომელიც თავისი ფინანსური აქტივების საშუალებით ცდილობს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლას. მაგრამ ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი ბატონი ბიძინას, ასევე ჩვენ მიერაც, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აიძულებს, რომ მშვიდობის პოლიტიკა შეცვალოს“, - განაცხადა მახაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის.