მთავარი რაც არის, არის ის რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. გრძელდება ერთადერთი მიზეზით, რომ მან შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. იცავს საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომაც სჯიან მას. თუმცა მრავალი წლის ზეწოლის მიუხედავად და მომავალშიც ეს ასე იქნება, მას არასოდეს უღალატია საკუთარი ქვეყნისთვის, ხალხის ინტერესებისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ.
მისი თქმით, სწორედ ამ კამპანიის გაგრძელებაა დიდ ბრიტანეთში ინიციირებული სანქციების პაკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ინიციირებული სანქციების პაკეტიც ამას უკავშირდება, რომ გაგრძელდეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე. თუმცა როგორც ჩანს, ამდენი წლებია კარგად გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი.ნებისმიერი ზეწოლის, სანქციის თუ სხვა პრობლემების შექმნის მიუხედავად, ის გააგრძელებს ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის.