ლევან მაჭავარიანი: აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან

ლევან მაჭავარიანი: აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საქართველო ამერიკასა და ევროკავშირს სამეგობროდ არანაკლებ სჭირდება.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან. როგორც ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ევროკავშირი სამეგობროდ, არანაკლებ სჭირდება ამერიკასა და ევროკავშირს საქართველო სამეგობროდ. მაგალითად, ევროკავშირთან მიმართებით რომ ვისაუბროთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ჩინეთი. როგორ ვახლოვდებით, თქვენ კარგად ხედავთ და რა ტიპის განცხადებები კეთდება ბატონი სი ძინ პინის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. როგორც კი გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა, პირველი ნაბიჯები გადაიდგა - პირდაპირი რეისები, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, უვიზო მიმოსვლა.

სხვათა შორის, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს ის, რომ ზუსტად იგივე აქტორებისთვის, რომლებიც ჩვენ რაღაცებს გვსაყვედურობენ ჩინეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში, შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მე-8 წელი გერმანიისთვის ჩინეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ზოგადად, ევროკავშირის ბრუნვა არის 800 მლრდ-ის ფარგლებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.