ნათლისღებასთან დაკავშირებით წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„დღეს, რომ შევადაროთ პოზიცია და ოპოზიცია, ან ხალხი, რომელმაც არჩევანი გააკეთა ან ერთი ან მეორე - ერთი არჩევანი იყო ოჯახური ღირებულებები და ამ ღირებულებებში შედიოდა ის, რომ ღმერთი რასაც მოგვიწოდებს, ის გვეკეთებინა.
როდესაც ევროპისკენ მიდიხარ, უნდა ჰკითხო, რა თქმა უნდა, რა წესები აქვთ, მაგრამ იმათაც უნდა უნდა გაითვალისწინონ, შენ ვინ ხარ, გკითხონ, შენ რა წესები გაქვს. ის კი არ არის, რადგან მოვდივარ, ყველაფერი შენი მივიღო. ადამიანები ასე ვართ მოწყობილი, რომ ზოგი, მაგალითად, სადაც ნახავს დიდ იმპერიას, მისი მონა-მორჩილი იქნება, ზოგი კიდევ ჩვენსავით, ქართველებივით თავისუფლების მოყვარული იქნება და ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ ვიღაცის უღელი არ დაიდგას.
ზოგს ჩამოუყალიბდა გენეტიკურად, რომ ძლიერ აღიარებს და ჩვენ ღმერთს ვაღიარებთ. ვინც ღმერთის და საქართველოს წინააღმდეგ წავა, საბოლოოდ დამარცხდება. თითოეული ჩვენგანი დადგება იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა დაგვიდგეს იქით.
ეს მაბეზღარობა ქალბატონი სალომესგან იქნება თუ ვისგანაც იქნება... ჭკვიანად უნდა იყვნენ, სახელმწიფო თუ ვერ მიხედავს, სათითაოდ მივხედავთ მაგათ. ნუ ვივლით ვიღაც ბალტიისპირელების, პოლონელი, გერმანელი დეპუტატების ჭკუაზე. ერთმანეთი შევიყვაროთ და დავაფასოთ“, - განაცხადა მეუფემ.