მეუფე შიო: გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ნათლისღებას. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს

მეუფე შიო: გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ნათლისღებას. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს

გილოცავთ ძვირფასო დებო და ძმებო ნათლისღებას. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს, - ასე მიმართა სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული ქადაგებისას საზოგადოებას მეუფე შიომ.

„ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს. გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ნათლისღებას. ნათლისღების მადლს მოაქვს ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბას აღ­ნიშ­ნავს.