მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
პირველი და მეორე რაუნდები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მესამე რაუნდში დვალიშვილის უპირატესობა გამოიკვეთა, მან რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.
მერაბ დვალიშვილის უპირატესობა მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა.
საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი „მანქანა“ ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.
ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.