"ტრამპის ვიზიტორები იყვნენ: ილონ მასკი, ვიქტორ ორბანი, ჯორჯა მელონი, მარკ ცუკერბერგი, კრის მარშალეკი და ბრედ გარლინგჰაუსი"- წერს პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ბადრი ჯაფარიძე ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს საპირფარეშოს ფონზე ერთვება.
ექსპერტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრები ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში იმართებოდა, სადაც ჯო უილსონი ნამყოფი არ არის.
"ინაუგურაციამდე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დონალდ ტრამპთან და მის უახლოეს გარემოცვასთან განიხილებოდა, მისი ფლორიდის რეზიდენციაში - მარ-ა-ლაგოში. უკანასკნელ 28 დღეში მისი ვიზიტორები იყვნენ: ილონ მასკი ("Х"), ვიქტორ ორბანი (უნგრეთის პრემიერ-მინისტრი), ჯორჯა მელონი (იტალიის პრემიერ-მინისტრი), მარკ ცუკერბერგი ("Meta"), კრის მარშალეკი (Crypto. com) და ბრედ გარლინგჰაუსი (Ripple). ჯო უილსონი მარ-ა-ლაგოში ნამყოფი არაა. ყველა დანარჩენი ტრამპთან საკუთარ სიახლოვეზე სასტუმროს საპირფარეშოს ფონზე გვიყვებიან. რეალურად - რასთან აქვთ სიახლოვე, თავად დარწმუნდებით,"-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.