საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლიობაში ქმნიან კავშირს, რომელიც ალტერნატიული წყაროს სახით, ენერგორესურსებით ევროკავშირს უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც რუსეთიდან შესაძლოა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე დაკეტილი იყოს სატრანზიტო კორიდორი, - განუცხადა „ქრონიკას“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ზოგადად, ვაჭრობისთვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის და ზოგადი ეკონომიკური განვითარებისთვის, ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლიობაში ქმნიან კავშირს, რომელიც უზრუნველყოფს ენერგორესურსებით ევროკავშირის უზრუნველყოფას ალტერნატიული წყაროს სახით მაშინ, როდესაც რუსეთიდან შესაძლოა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, იგივე სანქციებიდან გამომდინარე დაკეტილი იყოს სატრანზიტო კორიდორი. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან ერთად პოტენციალი ელექტროენერგიის მიწოდებისაც ევროკავშირისათვის.
გარდა ამისა, ზოგადად ვაჭრობისთვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის და ზოგადი ეკონომიკური განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.