თემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა

თემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა

ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ სხვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს თუ როგორ გეგმავს მმართველი პარტია ბიუჯეტის შევსებას და 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას. 

„ის, რომ საუბრობენ 100 მილიონი არ მოგვცა, 50 მილიონი არ მოგვცა, ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ, უნდა გვითხრან მეგობრებო რით შევავსებთ, უნდა გვითხრან ჩვენ არ ინერვიულოთ ჩვენ ამით შევავსებთ. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ 30 წელს შევალთ ევროპაში, ასე მეც გეტყვით, რომ მე გპირდებით, რომ 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ. ეგრე სად არის? არ შეიძლება ესე მართვა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

KAB ცნებათა ორაზროვნებას - ამას ემყარება ჭყონიას პრიმიტიული სოფისტიკა. იგი აცხადებს - ჩვენ ( ვინ ჩვენ?) არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა(?!), ანუ, მაშინ, რას იძახით (ჭყონიას ლექსიკით),, რომ არჩევნები არ გაყალბებულა ხომ? თუ ასეა (და ეს ყველამ ვიცით), განაცხადეთ ღიად, რა შუაშია ბიუჯეტი და სხვა, ამ შემთხვევაში, ყურით მოთრეული თემები.
3 საათის უკან
ლაზი მიუხედავად ყველაფრისა, სიმართლე მაინც წამოცდა.
მერე რაღა ექნა და გამოსავალი რაღაც ბიუჯეტზე ბჟუტურით იპოვა. არ გაყალბებულა მაგრამ მაინც ახალი არჩევნები გვინდაო, ვითომ მაინც თქვენს მხარეს ვარო - ეგ ვეღარ უშველის. ამას დღეს დააყრიან, მტრისას.
არადა ამის რა იმედი ჰქონდათ!?
3 საათის უკან