ის სისტემური დანაშაულები რაც ხდებოდა, რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
„ჩვენ ბევრჯერ ხაზი გაგვისვამს, რომ ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა იმდენად ძლიერია და უკვე იმდენად გამტკიცებულია ჩვენი სუვერენიტეტი, იმდენად დამოუკიდებლები ვართ, რომ შეგვიძლია ეს ნაბიჯი გადავდგათ, ვინაიდან ამ ძალებს გარედან მფარველობდნენ ძალიან ძლიერი აქტორები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.