ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის ვიზიტი შეაფასა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ძალიან ბევრი რამ აერთიანებს.
„ჩვენ არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ფასეულობების კუთხით ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს აზერბაიჯანთან და აქედან გამომდინარე, ეს ვიზიტები ემსახურება სწორედ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და გამტკიცებას, რაც არის ამ ქვეყნებში მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.