ლევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა - ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს

ლევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა - ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს

რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შეჯამებისას.

„რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა. ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის აზერბაიჯანი ვაჭრობის კუთხით ხუთეულში შედის. შეხვედრებზე კიდევ ძალიან ბევრ თემაზე იყო საუბარი - ისევ ამ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე, რაზეც რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ და აზერბაიჯანი ერთად ვმუშაობთ, ამ ყველაფრის გარანტორები ვართ, უსაფრთხოების თემებზე და ჩვენ პარტნიორობის კიდევ უფრო დაახლოებაზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.