ის რაც „ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა, საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს რეალურად წარმოადგენს, მათი ქმედებები, პირდაპირ აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს.
„აქედან გამომდინარე, რამდენად არის მათი ეს საქმიანობა, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი, ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი საგამოძიებო შეფასება და ქმედებების ჩატარება სჭირდება. ამიტომ ის, რაც „ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა, საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა, მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.