ვატო შაქარიშვილი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე: აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში

ვატო შაქარიშვილი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე: აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში

აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში. მიგვაჩნია, რომ არსებობს არაერთი ფაქტი, გარემოება, მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ორგანიზებულად ქვეყნის გარედან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.

„აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში. მიგვაჩნია, რომ არსებობს არაერთი ფაქტი, გარემოება, მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ორგანიზებულად, კოორდინირებულად ქვეყნის გარედან და მთლიანობაში ეს მოქმედებათა ჯაჭვი ჯდება სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე თავით გათვალისწინებულ მუხლებში, რომლებიც საერთო ჯამში გულისხმობს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების და მისი უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ერთობლიობას“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა მოიწონეს მმართველი გუნდის ინიციატივა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებების გამოძიების მიზნით შეიქმნას საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა, განაცხადეს, რომ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებრივმა მოძრაობამ ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ საჩივარი მოამზადა.