რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი

რუსეთმა 18 იანვარს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, - იუწყება უკრაინული მედია.

მსხვერპლი დაფიქსირდა შევჩენკოვსკის რაიონში. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაზიანებულია სახლები და შენობები, მათ შორის ბიზნეს-ცენტრი, წყალმომარაგების მილი და მეტროსადგური „ლუკიანოვსკაია“.

17 იანვარს რუსეთმა შეტევა კრივოი როგის მიმართულებით განახორციელა. შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 14 ადამიანი დაიჭრა, აქედან 4 ბავშვია. სამედიცინო დაწესებულებაში 5 ადამიანი რჩება, აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა.