პაატა სალია: აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა

პაატა სალია: აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობა „ქრონიკასთან“ შეაფასა.

„ამ ვიზიტს აქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს არჩევნებში გამარჯვება და არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა. შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი გარანტი იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება“, - აღნიშნა სალიამ.