პაატა სალია: ჩვენ შეგვწევს ძალა, უნარი გავუძლოთ დროებით პრობლემებს, ზეწოლას და საბოლოო ჯამში ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ შემდგომ არჩევნებამდე

პაატა სალია: ჩვენ შეგვწევს ძალა, უნარი გავუძლოთ დროებით პრობლემებს, ზეწოლას და საბოლოო ჯამში ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ შემდგომ არჩევნებამდე

ჩვენ შეგვწევს ძალა, უნარი გავუძლოთ დროებით პრობლემებს, ზეწოლას და საბოლოო ჯამში ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ შემდგომ არჩევნებამდე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს მცდელობა ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ცვლილებები მყისიერად, 20 იანვარს მოხდება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება დგას მყარად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. შესაბამისად, არანაირი საფრთხე იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს მცდელობა ხელისუფლების ძალადობრივად დამხობისა, არ არსებობს. ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს, შესაბამისად, ამ კუთხით მზად ვართ გრძელვადიანი მარათონისათვის, რომ საბოლოო ჯამში შედეგს მივაღწიოთ და დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ნამდვილად არჩეულია ხალხის მიერ და სწორედ ხალხი არის ერთადერთი წყარო, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას.

ჩვენ შეგვწევს ძალა, უნარი გავუძლოთ დროებით პრობლემებს, ზეწოლას და საბოლოო ჯამში ქვეყანა მივიყვანოთ მშვიდობიანად შემდგომ არჩევნებამდე. შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნებია და იქ გამოჩნდება თუ რა მხარდაჭერა აქვს ოპოზიციას და რა „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა სალიამ.

Aburjga Tasmanieli სიგიჟე, დანაშაულიც კი იყო ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფების სახელმწიფო პოლიტიკოის რანგში აყვანა! მე ამას დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადაბრუნებული ურმიდან არ ვხედავ! ვხედავდი ასოცირების ხელშეკრუულების ხელმპოწერამდე კარგა ხნით ადრე და სადაც შემეძლო ყველგან წერილობით ვაფიქსირებდი! აქ ამ საიტზეც, ხშირად! მაგალითად 1. 11.12.20
საქართველოში ორი უმძიმესი ეპიდემია მძვინვარებს, ერთი ახალი, გაზფხულზე დაწყებული კოვიდ 19 და მეორე უკვე 30-32 წლის,განუზომლად დამაქცევარი დასავლური დემოკრატია! ბევრისთვის გაუცნობიერებელია, რომ დემოკრატიის საბოლოო მიზანია ეროვნული სახელმწიფოს საბოლოოდ მოშთობა! ამოდნა საზოგადო მოღვაწეებში ნუთუ ერთი ავტორიტეტული კაცი აღარ აღმოჩნდა, რომელიც ღიად განაცხადებდა, რომ ლაპარაკი კონსტრუქციულ, სახელმწიფო ინტერესებისადმი ლოიალურ ოპოზიციის არსებობაზე არის მხოლოდ თავის მოტყუების მცდელობა! ყველაზე სიღრმისეულია, თვით დემოკრატიის განმარტებაშია, სახელმწიფოსათვის უკიდურესად დამანგრეველი მთავარი პარადიგმა - პოლიტიკური პარტიების არსებობა და მათ შორის გამუდმებული ბრძოლა ძალაუფლებისათვის! ეს გაუთავებელი ბრძოლა ერს სულიერ ძალას აცლის, ფიზიკურად ფიტავს და სახელმწიფოს საფუძვლებს ყველანაირად არყევს! რადგანაც გარეშე მტერთან ომისაგან განსხვავებით დემოკრატიის ფარგლებში პარტიებს შორის შიდა პოლიტიკური ომი პრინციპში არ შეისძლება დასრულდეს, ამიტომ ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენის ერთად-ერთი გამოსავალია დემოკრატიის შეცვლა ავტოკრატიული რეჟიმით, რომელსაც უნარი ექნება აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად დაამთავროს გაუთავებელი ომი ხელისუფლების მოსაპოვებლად, გააერთიანოს გათიშული საზოგადოება ერთიანი ეროვნული მიზნის მისაღწევად!
2.18.02.21 pasuxi kubiliuss
ბატონო კეთილისმსურველო ამ ჩვენს ქვეყანაში ეროვნული ერთობა საერთოდ არ ყოფილა. იშვიათად გამოგვერეოდა ვინმე მძლავრი პიროვნება - მეფე, რომელიც ხმალით, მუშტით, მათრახით, საწამლავით მოკლე ხნით აშენებდა სახელმწიფოს და ქმნიდა ეროვნულ ერთობას. ბოლო ასეთი შემთხვევა მოხდა როდესაც მე-20 საუკუნეში უდიდესმა ქართველმა იოსებ ჯუღაშვილმა თავის ქვეშევრდომებზე დაყრდნობით დაამხო ამ ქვეყნის დამაქცევარი მენშევიკური დემოკრატია და ერს მისცა იდეური და ნაწილობრივ (ვერ შესძლო ტაო-კლარჯეთის შემოერთება) სხეულებრივი გაერთიანების საშუალება. სსრკს დროს, ერთპარტიული მმართველობის დროს აქ გაშენდა თავისუფალი ქართველი ხალხის ოაზისი, ქართველი ხალხი გამრავლდა, ქვეყანა ეკონომიურად წელში გაიმართა, კუტურამ განიცადა არნახული რენესანსი. რომ არა თქვენი ერის თანადგომით გერმანელი ფაშისტების მიერ გაჩაღებული მსოფლიო ომი, ჩვეთვის დიდი სამამულო ომი, სადაც განადგურდა 300 ათასზე მეტი ქართველი საჯიშე ახალგაზრდა, შედეგები გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა! მათ შორის ეკონომიკაშიც! მაგრამ 1985 წლიდან ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდა - მსოფლიო იმპერიალისტური კაპიტალიზმის მიერ თქვენისთანა გონებადაბნელებული დისიდენტების გამოყენებით, აგრეთვე დემოკრატიაზე, პლიურალიზმზე აღიღინებული სტალინის იდეების მოღალატე სიბარიტ - კონფორმისტი პარტიული ვერხუშკის დიდი მცდელობით დაინგრა საბჭოთა კავშირი, და იქვე დაინგრა საქართველოც. დაირღვა ხანმოკლე ეროვნული ერთობა და ქვეყანა მოიცვა მრავალპარტიულმა აგრესიულმა ქაოსმა! ამის შემოქმედი და უშუალო მონაწილე დასავლეთის იმპერიალისტური წრეები 10-15 წლის განმავლობაში ზეიმობდნენ! ამ ფსევდოდამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში დავკარგეთ სსრკ-ს დროს არსებული ტერიტორიის დიდი ნაწილი, სხვა ტერიტორიები დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგანან. განადგურდა საქართველოს ეკონომიკა, გავიარეთ საშინელი ენერგოკრიზისი, უმძიმესი სამოქალაქო ომი. მოსახლეობა 5,5 მილიონიდან 3 მილიონამდე შემცირდა, ძირითადად ეთნიკური ქართველების ემიგრაციის და შობადობის შემცირების ხარჯზე. დღეს საქართველოს საგარეო ვალმა 22 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ...
5 თვის უკან