ზაალ ანჯაფარიძე: პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხელმყოფთა ქმედებები, სახელმწიფო შენობებზე თავდასხმები არ უნდა აღიკვეთოს? ამ ყველაფრის ჩამდენები არ უნდა გასამართლდნენ? 

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხელმყოფთა ქმედებები, სახელმწიფო შენობებზე თავდასხმები არ უნდა აღიკვეთოს? ამ ყველაფრის ჩამდენები არ უნდა გასამართლდნენ? 

თუ ტრამპის ადმინისტრაციაც ასე გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის ინტერპრეტირებას, მაშინ ალბათ მოგვიწევს მათაც და ჩვენც ურთიერთობების გადატვირთვა, ოღონდაც სხვა მიმართულებით, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ იმ პირების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. 

ანჯაფარიძე სვამს კითხვას საელჩოს მისამართით, პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხელმყოფთა ქმედებები ან სახელმწიფო შენობებზე თავდასხმები არ უნდა აღიკვეთოს პოლიციის მიერ და ამის ჩამდენები უნდა გასამართლდნენ თუ არა, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად, სამართალდამცავებმა 6 ადამიანი მოკლეს, სასამართლოში 1146 ადამიანი გაგზავნეს, 378 პატიმრობა შეეფარდა, მათგან ერთს - 22 წლით.

"თუ ტრამპის ადმინისტრაციაც ასე გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის ინტერპრეტირებას, მაშინ ალბათ მოგვიწევს მათაც და ჩვენც ურთიერთობების გადატვირთვა, ოღონდაც სხვა მიმართულებით.
რას ნიშნავს ამერიკულად "მიზანში ამოღება?" პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხელმყოფთა ქმედებები არ უნდა აღიკვეთოს, თუ საჭიროა მკაცრი მეთოდებითაც? სახელმწიფო შენობებზე თავდასხმები არ უნდა აღიკვეთოს პოლიციის მიერ? ამ ყველაფრის ჩამდენები არ უნდა გასამართლდნენ? 
2021 წლის 6 იანვარს აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, 6 მოკლეს, სასამართლოში 1146 ადამიანი გაგზავნეს, 378 პატიმრობა შეეფარდათ, მათგან ერთს 22 წლით. 500 ადამიანი კვლავ ძებნაშია. ის ხალხი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა, სხვათა შორის." -  წერს ზაალ ანჯაფარიძე  Facebook-ზე.