საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებების გამოძიების მიზნით პარლამენტში შეიქმნება.
„ნათელი მოეფინება ბევრი იმ ადამიანის მოტივაციას, რომელიც დღეს კვლავ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას უკვე არა არჩევნების გზით, არამედ გვესმის განცხადებები, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს, მერე ჩვენ დავნიშნავთ ახალ არჩევნებსო და ამ ახალი არჩევნებით უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება. ძალიან ბევრს შევიტყობთ ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში ამ ადამიანების შესახებ და შემდგომ ამას უკვე სამართლებრივი შეფასებაც მიეცემა“, - განაცხადა პაატა სალიამ.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.