ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა საქართველოში ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები გადაცემა „იმედი LIVE“-ში შეაფასა და აღნიშნა, რომ კულმინაცია უკვე გავლილია და რასაც ახლა საზოგადოება უყურებს, ეს არის ინერცია.
„რაც დღეს ხდება, ამ ყოველივეს არ მივანიჭებდი რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 26 ოქტომბრიდან, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა-არ გამოსვლის მომენტამდე. უფრო ადრე დაიკარგა ინტრიგა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა არ დააანონსა ახალი არჩევნები და გამოვიდა სასახლიდან, შეიძლება ითქვას გამოჩნდა, რომ ამ აქციას დაეკარგა საზრისი და მნიშვნელობა. დღეს რასაც თვალს ვადევნებთ ეს არის ინერცია, რაც სრულიად გასაგებია, რადგან როდესაც აიღებ ისეთ სერიოზულ თამასას, სადაც ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას ერთ დღეში ხომ ვერ დაამთავრებ?!“ - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.