სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ჯაშუშობა 314-ე მუხლი და ასევე არსებობს 319-ე მუხლი, რომლის შინაარსი არის უცხო ქვეყნების კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობა, - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
„მთელს მსოფლიოში არსებობენ ჯაშუშები და აგენტები, ჩვენ მომსწრენი ვართ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს აკავებენ ხოლმე ასეთი ტიპის აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ყოფილი პარლამენტის წევრები და დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანები, სხვადასხვა დროს იქცეოდნენ ანტისახელმწიფოებრივად.
მაშინ, როდესაც იხილებოდა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მაშინდელი ოპოზიციის წევრები, პარლამენტის წევრები ჩადიოდნენ ბრიუსელში, ღიად საუბრობდნენ და სთხოვდნენ ბრიუსელს, რომ არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.