ვლადიმერ ბოჟაძე: ულტიმატუმებით საუბარი, ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან ხელისუფლებაზე ზეწოლა ვერცერთ შემთხვევაში შედეგიანი ვერ იქნება და ახალი არჩევნები არ დაინიშნება

ვლადიმერ ბოჟაძე: ულტიმატუმებით საუბარი, ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან ხელისუფლებაზე ზეწოლა ვერცერთ შემთხვევაში შედეგიანი ვერ იქნება და ახალი არჩევნები არ დაინიშნება

2025 წლის 4 ოქტომბერს – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2028 წლის 28 ოქტომბერს კი საპარლამენტო არჩევნები იქნება, ოპოზიციას ვურჩევ, გაუგებარი დოკუმენტების წერას და მასზე მუშაობას ჯობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება.

„მათ შორის იმ მტკიცებულებების ვერწარდგენიდან გამომდინარე, რომელიც ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა, ვერც პროკურატურაში, ვერც საზოგადოებისთვის და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. საუბარი იმაზე, რომ არჩევნები დაინიშნება, გონივრული არ არის“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის შექმნას, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას შეუძლია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში შექმნას მთავრობა, ითამაშოს ხელისუფლობანა; ისევე როგორც შეუძლიათ, „თბილისი ცენტრალის“ ოფისში ჩამოაყალიბონ პარლამენტი და პარლამენტარობა ითამაშონ.

„მათი საქმეა, თუმცა ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია. თუ შემოვლენ და რეალურად შეუდგებიან საქმიანობას, ძალიან კარგი იქნება. ულტიმატუმებით საუბარი, ხელისუფლებაზე ერთგვარი ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან ვერცერთ შემთხვევაში შედეგიანი ვერ იქნება და ახალი არჩევნები არ დაინიშნება“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

Gami " თბილის ცენტრალში" რატომ უნდა შექმნან რამე. რა ბაბუამაგათმა დაიტოვა?
2 საათის უკან