მარკო რუბიომ, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უნდა იყოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს.
მარკო რუბიოს თქმით, არარეალისტურია ფიქრი, რომ უკრაინას შეუძლია რუსული ძალების უკუგდება 2022 წლის შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე.
„პრობლემა, რომელსაც უკრაინა აწყდება, ის კი არ არის, რომ მათ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ მათ უკრაინელები ეწურებათ“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
„ის, რაც ვლადიმირ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია, ამაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ომის დასრულება გვსურს“, - დასძინა მან.