გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიაზე: პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს იმას რასაც სჩადიოდნენ, ხალხმა უნდა გაიგოს, ვინც არ იცის, რამდენი სისხლია დაღვრილი

გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიაზე: პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს იმას რასაც სჩადიოდნენ, ხალხმა უნდა გაიგოს, ვინც არ იცის, რამდენი სისხლია დაღვრილი

პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს იმას რასაც სჩადიოდნენ, ხალხმა უნდა გაიგოს, ვინც არ იცის, რამდენი სისხლია დაღვრილი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მან საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როდესაც წინა რეჟიმის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები კონკრეტული დანაშაულებისთვის დაისაჯნენ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ საზოგადოება ამ წნეხისგან გათავისუფლდებოდა. ისინი დღესაც ცდილობენ ქვეყანა შეიყვანონ ისეთ სტადიაში, როდესაც ნგრევას არ ექნება უკუქცევის პერსპექტივა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.